Saturday, March 1, 2014

დღე მე-9
ტრენინგის ბოლო დღეს მოვისმინეთ ჯგუფის ყველა წევრის პროექტის პრეზენტაცია. ყველა პრეზენტაცია იყო სხვადასხვა თემაზე და ასევე საინტერესო.
ავტვირთეთ პრეზენტაცია და ვორდის ფაილები ბლოგზე.
ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა თითოეული ტრენინგი, ეს ალბათ ტრენერის დამსახურებაა, რომელიც ენერგიულად შრომობდა ჩვენთან ერთად.
მადლობა!

Wednesday, February 26, 2014

დღე - მე-8 განვიხილეთ მე-6,7, მოდული, მოვინიშნეთ გასაკეთებელი დავალებები. გავიარეთ სკაფოლდინგი და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამშრომის ხარაჩო. განვიხილეთ დიფერენცირების და ფასილიტაციის მასალები.განვსაზღვრეთ რა ტიპის დავალებები უნდა მივცეთ სპეციალური საჭიროებების მოსწავლეებს.

Saturday, February 22, 2014

დღე მე-7 ვიმუშავეთ წყვილებში და გავაცანით ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრები; ვიმუშავეთ შეფასებებზე: სტატიის შეფსსების რუბრიკა, ჯგუფური მუშაობის რუბრიკა, თვითშეფასება, თანაკლასელთა შეფასება. დროში გაწერილი შეფასების გეგმა შევავსეთ გეგმის შაბლონში.

Wednesday, February 19, 2014

დღე მე-6 ტრენინგი დაიწყო თითოეული მსმენელის თემების მიმოხილვით! შევქმენით ჩეკლისტი, რომელიც დაგვეხმარება გაზეთის გაკეთებაში. მოვიძიეთ სხვადასხვა საჭირო მასალა ინტერნეტიდან.

Saturday, February 15, 2014

დღე 5 1.ვიმუშავეთ წყვილებში, გავაკეთეთ კომენტარები; 2.პრეზენტაცია ავტვირთეთ "დრაივზე"; 3. ვისწავლეთ დრაივზე ფონის შექმნა; 4. ბლოგზე კოდით გადატანა; 5. ბლოგზე შევქმენით გვერდები; 6. ვისწავლეთ თექსტზე ლინკის დადება; 7. სურათის ვიდეოს ჩასმა; 8.გადმოვწერეთ მარტივი შაბლონი; 9.გავეცანით საავტორო უფლებებს; 10. მადლობა მარეხის!

Saturday, February 8, 2014

ქალბატონო ნატალია! რატომ არ გაგვანდე თქვენი "საიდუმლო"!? (ვგულისხმობ საკვანძო მიმართულების კითხვებს).
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება;
მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები...

Wednesday, February 5, 2014

დღე 2
ტრენინგზე გავეცანით პროექტის დაგეგმვას და თუ როგორ იწერება პროექტი.
რატომ არის პროექტით სწავლება კარგი ?
       განვიხილეთ პროექტით სწავლების დადებითი  მხარეები.
შევქმენით ჩვენი ბლოგი.